← ყველა ვაკანსია

დასაკუთრებული აქტივების რეალიზაციის მენეჯერი / გაყიდვების მენეჯერი

თიბისი ლიზინგი · მცხეთა

სს „თიბისი ლიზინგი“ აცხადებს ვაკანსიას დასაკუთრებული აქტივების რეალიზაციის მენეჯერის (გაყიდვების მენეჯერის) პოზიციაზე. მდებარეობა: მცხეთა (წიწამური) - დიღმის ტერიტორიიდან კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლის ტრანსპორტირებას სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი) სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი) ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:ჯანმრთელობის დაზღვევას;დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის;თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტზე. ძირითადი მოვალეობები და ფუნქციები: სარეალიზაციო აქტივების აუქციონის ორგანიზება;სარეალიზაციო აქტივების რეესტრის წარმოება;პოტენციური მყიდველის მოძიება, მათთან კომუნიკაცია და სისტემაში რეგისტრაცია;მყიდველისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და ხელშეკრულებების გაფორმება;მიღებული ინფორმაციის ასახვა კომპანიის საინფორმაციო სისტემაში, შიდა პროცედურების მიხედვით;ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტინგი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია უმაღლესი განათლება (პრიორიტეტულია ბიზნესის, ეკონომიკის და/ან მომიჯნავე სპეციალობების მიმართულებით);აუცილებელია მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;სასურველია სამუშაო გამოცდილება B2B გაყიდვების და/ან აქტივების რეალიზაციის მიმართულებით;ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე. პიროვნული თვისებები და საჭირო უნარები: ეფექტური კომუნიკაცია;სამუშაოს დაგეგმვა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა;ინფორმაციის მოძიება და დამუშავება;დროის ეფექტურად მართვა;გუნდური მუშაობა. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/1P6FM86e

განაცხადის გაგზავნა →