მძღოლი
Season Suite · ბათუმი
აპარტ-ოტელი Season Suite ეძებს მძღოლს ბათუმში
ჩვენს გუნდს ვეძებთ პასუხისმგებლიან, კომუნიკაბელურ და მოწესრიგებულ თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი სტუმრების ტრანსპორტირებას და მათ კომფორტულ მომსახურებას.
ძირითადი მოვალეობები:
სტუმრების დახვედრა ბათუმის აეროპორტში;სტუმრების უსაფრთხოდ და კომფორტულად გადმოყვანა აეროპორტიდან აპარტ-ოტელში;სტუმრების გადაყვანა აპარტ-ოტელიდან აეროპორტში;საჭიროების შემთხვევაში სტუმრების ტრანსპორტირება ქალაქში და სხვადასხვა ლოკაციაზე;სტუმრების დახმარება ბარგთან და გადაადგილებასთან დაკავშირებით;სტუმრებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება ბათუმისა და სასტუმროს შესახებ;სტუმრების სრული მხარდაჭერა ტრანსფერის პროცესში;ავტომობილის სისუფთავისა და ტექნიკური გამართულობის კონტროლი;სასტუმროს სტანდარტებისა და სტუმრებთან კომუნიკაციის მაღალი ხარისხის დაცვა.
მოთხოვნები:
ბათუმში ცხოვრება;მოქმედი მართვის მოწმობა და შესაბამისი მართვის გამოცდილება;მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მძღოლად;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;თავაზიანი და კომუნიკაბელური დამოკიდებულება სტუმრების მიმართ;ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;ტურისტებთან ან სასტუმროს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დამატებით უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
სტაბილურ სამუშაო გარემოს;მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს;კონკურენტულ ანაზღაურებას;სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე მოქნილ გრაფიკს;ტურისტებთან და საერთაშორისო სტუმრებთან მუშაობის შესაძლებლობას.
სამუშაო ადგილი: ბათუმი
დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი CV მეილზე: salome.tkhilaishvili@seasonsuite.geან დაგვიკავშირდით მითითებულ საკონტაქტო ნომერზე: +995 558 333 342