მთავარი ბუღალტერი
რემონტი2 · თბილისი
შპს „რემონტი2“ აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.
ფუნქციური მოთხოვნები:პირველადი დოკუმენტების შექმნა; კონტროლი, დაარქივება;საბანკო გადარიცხვების შესრულება;ყოველდღიური საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება და ORIS პროგრამაში ასახვა;ფინანსური და საგადასახადო ოპერაციების წარმოება;ყოველთვიური და წლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება ფინანსური ანგარიშგების მომზადება; უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა რელევანტური დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:უმაღლესი განათლება ბუღალტერიის/ფინანსების მიმართულებით;ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობისა და ORIS პროგრამაში მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;საგადასახადო და ბუღალტრული აღრიცხვის მარეგულირებელი ბაზის შინაარსობრივი ცოდნა (კანონები, ინსტრუქციები, რეგულაციები, რეკომენდაციები და ა.შ.);
პიროვნული უნარ-ჩვევები:ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;დეტალებისადმი ყურადღება;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობაეფექტური კომუნიკაციის უნარი;დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
დამატებითი ინფორმაცია:სამუშაო გრაფიკი - სრული, კვირაში 5 სამუშაო დღე.ანაზღაურება : 4000-4500 ლარიკანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე
ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა 2026 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: remontiori@gmail.comდაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლიან შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭებათ კანდიდატის სტატუსი.