სარეზერვო პრესეილერი
Coca-Cola Bottlers Georgia · ბათუმი
Coca-Cola Bottlers Georgia აცხადებს ვაკანსიას სარეზერვო პრესეილერის პოზიციაზე
სამუშაო აღწერილობა - სარეზერვო პრესეილერი
დეპარტამენტი: რეალიზაციის დეპარტამენტი
პირდაპირი ხელმძღვანელი: გუნდის ლიდერი / რეალიზაციის მენეჯერი
სამუშაო ადგილი: განსაზღვრული სავაჭრო ზონა / მარშრუტი
პოზიციის მიზანი: სარეზერვო გუნდის წევრის მთავარი მიზანია განსაზღვრულ ზონაში კომპანიის პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობა.გაყიდვების გეგმის შესრულება.სავაჭრო ობიექტებთან ეფექტური კომუნიკაცია.პროდუქციის ხელმისაწვდომობისა და განთავსების კონტროლი.კომპანიის სტანდარტების დაცვა ყოველდღიურ საქმიანობაში.
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:გაყიდვების გეგმის შესრულება განსაზღვრულ ზონაში/მარშრუტზე კომპანიის სტანდარტებისა და მიზნების შესაბამისადყოველდღიური ვიზიტების განხორციელება სავაჭრო ობიექტებში დაგეგმილი მარშრუტისა და ვიზიტების სიხშირის მიხედვითპროდუქციის ხელმისაწვდომობის, ასორტიმენტის, ფასების და განთავსების კონტროლი ობიექტებზეახალი სარეალიზაციო შესაძლებლობების გამოვლენა და ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდებაკომპანიის აქციების, მარკეტინგული აქტივობებისა და სავაჭრო პირობების სწორად კომუნიკაცია კლიენტებთან
ყოველდღიური სამუშაო პროცესი:სამუშაო დღის დაწყებამდე მარშრუტის, პრიორიტეტული ობიექტებისა და გაყიდვების მიზნების გადამოწმება.ობიექტებში შეკვეთების მიღება, საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის რეკომენდაცია და შეკვეთის სიზუსტის უზრუნველყოფა.ობიექტებზე კომპანიის მაცივრების, ინვენტარისა და სარეკლამო მასალების მდგომარეობის კონტროლი.პროდუქციის ვადების, თაროებზე განთავსებისა და ვიზუალური სტანდარტების დაცვაზე ყურადღების მიქცევა.პრობლემური შემთხვევების, დეფიციტის, კონკურენტის აქტივობის ან მომხმარებლის პრეტენზიის შესახებ გუნდის ლიდერის დროული ინფორმირება.
კლიენტებთან ურთიერთობა:არსებულ კლიენტებთან პროფესიული, კორექტული და შედეგზე ორიენტირებული კომუნიკაციის შენარჩუნება.სავაჭრო ობიექტის პასუხისმგებელ პირებთან ყოველდღიური კომუნიკაცია შეკვეთების, პროდუქციის განთავსებისა და მომსახურების საკითხებზე.კლიენტის საჭიროებების, შენიშვნებისა და რეკომენდაციების დროულად დაფიქსირება და გუნდის ლიდერისთვის გადაცემა.ახალი ობიექტების/კლიენტების მოძიებაში მონაწილეობა და პოტენციური გაყიდვების შესაძლებლობების გამოვლენა.კლიენტებთან კომპანიის იმიჯის, მომსახურების ხარისხისა და პარტნიორული ურთიერთობის დაცვა.
ანგარიშგება და შედეგების ანალიზი:დღის განმავლობაში განხორციელებული ვიზიტების, მიღებული შეკვეთებისა და შესრულებული სამუშაოს ზუსტი აღრიცხვაგაყიდვების შედეგების, დეფიციტების, დაბრუნებებისა და პრობლემური საკითხების შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება გუნდის ლიდერისთვისკომპანიის შიდა სისტემებში/ფორმებში საჭირო მონაცემების სწორად და დროულად შეყვანაობიექტებზე არსებული ასორტიმენტის, ფასების, კონკურენტული აქტივობისა და ინვენტარის შესახებ ინფორმაციის შეგროვებადაგეგმილ და ფაქტობრივ შედეგებს შორის სხვაობების იდენტიფიცირება და შესაბამისი კომენტარების მომზადება
ფინანსური მოვალეობები:
გაყიდვების გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებლობა განსაზღვრული მარშრუტისა და კლიენტების ფარგლებშიკლიენტებთან დაკავშირებული დავალიანებების, გადახდებისა და ფინანსური საკითხების შესახებ გუნდის ლიდერის დროული ინფორმირებაპროდუქციის დაბრუნების, შეცვლის ან დაზიანების შემთხვევების კომპანიის წესების შესაბამისად დაფიქსირებაშეკვეთების სიზუსტის უზრუნველყოფა, რათა შემცირდეს ზედმეტი ხარჯი, დაბრუნება ან არასწორი მიწოდებაკლიენტებისთვის შეთავაზებული სავაჭრო პირობების დაცვა და არაუფლებამოსილი ფინანსური გადაწყვეტილებებისგან თავის შეკავება
სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
დასვენების დღეები: კვირა
გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე
გამოსაცდელი ვადის წარმატებით დასრულების შემდეგ, კანდიდატთან გაფორმდება 1 წლისანი შრომითი ხელშეკრულება და გადაიხედება სახელფასო განაკვეთი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: batumi@ccd.ge / g.katsiashvili@ccbg.ge
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995577338390