Technologist Assistant in Cheese Production
JSC Goodwill
"გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას.
"გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას ტექნოლოგის ასისტენტის პოზიციაზე ყველის საამქროში.
გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს!
ფუნქცია-მოვალეობები:რძის პროდუქტების ხარისხის ყოველდღიური კონტროლი;ახალი პროდუქტების შექმნა, დამუშავების პროცესში სრული ჩართულობა;ხარვეზების შესახებ უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:ანალიტიკური აზროვნება;ორგანიზებულობა და დისციპლინა;გუნდურად მუშაობის უნარი.
ძირითადი მოთხოვნები:მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები:გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში;ანაზღაურება: საათობრივი + ეფექტური საბონუსე სისტემა;ლოკაცია:დიღომი;ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ.
ჩვენ გთავაზობთ:კარიერული განვითარების შესაძლებლობას;მოქნილ სამუშაო გრაფიკს;გუდვილის ფასდაკლების ბარათს;ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია;Fitpass ბარათს.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 200 712გისურვებთ წარმატებას!