Technician - Ozurgeti
LTD BS/2 Georgia · ოზურგეთი
"ბს/2 ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - საბანკო მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსი, ATM ბანკომატების და PayBox ჩასარიცხი აპარატების მიმართულებით - ოზურგეთში.
"ბს/2" ჯორჯია წარმოადგენს საერთშორისო ჰოლდინგის -"Penki Kontinentai" ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან თანამშრომლობს საქართველოში წამყვან ბანკებთან, სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის.
ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე:Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
ATM/PayBox მოწყობილობების პროგრამული უზრუნველყოფის განახლება, კონფიგურაციატექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკა და დაზიანებული ნაწილების შეკეთება, ან საჭიროების შემთხვევაში მათი ჩანაცვლებამოწყობილობების სისტემურ ქსელებთან დაკავშირება ან/და გამართვამოწყობილობების პერიოდული პროფილაქტიკური შემოწმებაATM/PayBox სისტემების უსაფრთხოების პროტოკოლების და ინსტრუქციების დაცვაEFTPOS საგადასახადო მოწყობილობების დაყენება და კონფიგურაცია
მოთხოვნები:
B კატეგორიის მართვის მოწმობა. უპირატესობა მიენიჭებათ საკუთარი პატარა ძრავიანი ავტომობილის მქონე კანდიდატებს;ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;ქსელების საფუძვლების ცოდნა (TCP/IP, LAN);კომპიუტერის არქიტექტურის ცოდნა;სასურველია განათლება ტექნიკური, ან IT მიმართულებით.
ჩვენ გთავაზობთ:
მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში მუშაობას;კვალიფიკაციის მუდმივად ამაღლებას;კონკურენტუნარიან ანაზღაურებას, გამოცდილების შესაბამისად;საბონუსე სისტემას, შესრულებული დავალებების გათვალისწინებით;საჭიროების შემთხვევაში, ზეგანაკვეთური საათების გაზრდილი ტარიფით გამომუშავებას;სამუშაო საათები არაუმეტეს 40 სთ კვირაში, შესაძლებელია ცვლების მიხედვით გადანაწილება;საშუალო ანაზღაურება და ყოველთვიური დანამატი (NET/ხელზე ასაღები): 1300-2200₾;საკუთარი ავტომობილით თანამშრომლობის შემთხვევაში იჯარის ანაზღაურებას და ავტომობილის დაზღვევას;საწვავის ხარჯების ანაზღაურებას;პარკირების გადასახადის უზრუნველყოფას;სამსახურეობრივი მიზნებისთვის მობილურ ტელეფონს, ულიმიტო საკომუნიკაციო და ინტერნეტ პაკეტს;ბენეფიტებს: ჯანმრთელობის დაზღვევას და Fitpass.
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.