Doctor's assistant
JSC TBC Insurance · თბილისი
თუ მზად ხარ სიახლეებისა და ვარსკვლავებთან თამაშისთვის, ამასთანავე, გსურს გახდე ყველაზე ციფრული სადაზღვევო კომპანიის წევრი, ვფიქრობთ, ოჯახის ექიმის ასისტენტის ვაკანსია დაგაინტერესებს.
სამუშაო ადგილი: თბილისი;განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ; შაბათი მონაცვლეობით 10:00 -14:00 სთ.
შენი, როგორც ოჯახის ექიმის ასისტენტის მთავარი ფუნქციები იქნება: პაციენტებთან მუშაობის გეგმის, პირველადი გასინჯვების და ასიმპტომური დაავადებების სკრინინგით გათვალისწინებული ვიზიტების გრაფიკის შედგენა;სამედიცინო (ფორმა 100, შრომის უუნარობის ფურცელი, მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაცია, ჟურნალები) და ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება;მონაცემების შეყვანა კლინიკის ელექტრონულ სისტემაში;სამედიცინო ჩანაწერების წარმოება (ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ)კლინიკის სპეციალისტებთან და პროვაიდერ კლინიკებთან პაციენტის კომუნიკაცია-კოორდინირების უზრუნველყოფა, პაციენტისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის პროცესში;ელექტროკარდიოგრამის გადაღება და სხვა მარტივი სამედიცინო მანიპულაციების შესრულება;პროვაიდერი სადაზღვეო კომპანიის პროგრამაში მუშაობა- საგარანტიო წერილების შექმნა, გადაგზავნა საჭიროებისამებრ;მოთხოვნისამებრ პაციენტებთან ზარების განხორციელება, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების შედეგების გადაგზავნა ელ. ფოსტაზე;ამბულატორიული ბარათის მატერიალური ფორმის წარმოებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მოგროვება - დახარისხება.
გამოგვეხმაურე,თუ: გაქვს სამედიცინო მიმართულებით უმაღლესი განათლება;იცი ინგლისური ენა;
ვეძებთ ჩვენიანს:პასუხიმგებლიანს;განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულს;საქმეზე კონცენტრირებულს;ორგანიზებულსა და დეტალებზე ჩაკირკიტების მოყვარულს.
დაგახვედრებთ:
საინტერესო საქმეს;მრავალფეროვნებას;სუპერ გუნდს და სუპერ გარემოს;
თუ ფიქრობ, რომ ეს ვაკანსია შენთვისაა, გამოგზავნე რეზიუმე (CV) 2026 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით.