← ყველა ვაკანსია

Corporate Sales Manager (Non-Medical)

JSC TBC Insurance · თბილისი

თუ მზად ხარ სიახლეებისა და ვარსკვლავებთან თამაშისთვის, ამასთანავე, გსურს გახდე ყველაზე ციფრული სადაზღვევო კომპანიის წევრი, ვფიქრობთ, კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის ვაკანსია დაგაინტერესებს. სამუშაო ადგილი: თბილისი; ალ. ყაზბეგის გამზ. 24ბგანაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-19:00 სთ;                         პარასკევი 10:00-17:00 სთ;  შენი, როგორც კორპორატიული (არა-სამედიცინო) გაყიდვების მენეჯერის მთავარი ფუნქციები იქნება: კლიენტების ბაზების შექმნა, დამუშავება და განვითარება;გაყიდვების მართვა და კონტროლი;საოპერაციო განყოფილებასთან პოლისების შეკვეთის უზრუნველყოფა;პოლისებისა და ხელშეკრულებების მომზადების მონიტორინგი და კლიენტების მხრიდან დოკუმენტაციის ხელმოწერის უზრუნველყოფა;კლიენტთა AML პროცედურების გავლა და სრულყოფილი დოკუმენტაციის მობილიზება;აქტიურ პოლისებზე კლიენტისა და თიბისი დაზღვევის მხრიდან ხელმოწერის უზრუნველყოფა;კლიენტების ზარალთან დაკავშირებულ საკითხებში ჩართვა, პრობლემების მოგვარება;ყოველდღიურ რეჟიმში დებიტორული დავალიანებების მონიტორინგი და დებიტორების ინფორმირება მიმდინარე დავალიანებების შესახებ;არსებული სადაზღვევო პროდუქტების საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი გადაწყვეტების ხელმძღვანელობის წინაშე ინიცირება;შვებულების დროს გუნდის წევრების პორთფელის მართვა და მონიტორინგი. გამოგვეხმაურე, თუ: გაქვს უმაღლესი განათლება;გაქვს საბანკო ან სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით (სასურველია);გაქვს მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;იცი ინგლისური ენა;იცი MS Office პროგრამები; ვეძებთ ჩვენიანს: პასუხისმგებლიანს;ორგანიზებულს;ინიციატივიანს;განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულს;საქმეზე კონცენტრირებულს; როგორ ვიზრუნებთ შენზე? გთავაზობთ:საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევას;მენტალური ჯანმრთელობის დაფარვას;შვებულების 24 სამუშაო დღეს, 4 Day Off-სა და დამატებით 5 სამუშაო დღეს მენტალური შვებულებისთვის;მაგთის კორპორატიულ პაკეტს;პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; დაგახვედრებთ: საინტერესო საქმეს;მრავალფეროვნებას;სუპერ გუნდს და სუპერ გარემოს; სს „თიბისი დაზღვევა“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.

განაცხადის გაგზავნა →