Business Analyst
JSC TBC Insurance · თბილისი
სს „თიბისი დაზღვევა“ მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით.
„თიბისი დაზღვევის“ მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.
სს „თიბისი დაზღვევა“ აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი; ალ. ყაზბეგის გამზ. 24ბ განაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-19:00 სთ; პარასკევი 10:00-17:00 სთ;
შენი, როგორც ბიზნესის ანალიტიკოსის მთავარი ფუნქციები იქნება:
ბიზნეს ერთეულებიდან შემოსული რეპორტის/დავალების/პროექტის მოთხოვნის ანალიზი;მონაცემთა ბაზის ოპტიმიზაციის პროცესში ჩართულობა; დიდი მოცულობის და კომპლექსური მონაცემების შეგროვება, რომელიც აკმაყოფილებს პორტფელების ბიზნეს მოთხოვნებს;მიღებული ბიზნეს მოთხოვნის დადოკუმენტირება;გარკვეული პერიოდულობით არსებული მოთხოვნების სტატუსის განახლება და ვადების კონტროლი;საბოლოო რეპორტების ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების ინიცირება;შიდა პროცესების გაუმჯობესებისათვის საჭირო ნაბიჯების იდენტიფიცირება, დაგეგმვა და განხორციელება (მანუალური პროცესების ავტომატიზირება);ბიზნეს ერთეულებიდან შემოსული რეპორტის/დავალების/პროექტის საფუძველზე Power BI-ში და MS Excel-ში რეპორტების აწყობა ბიზნეს ანალიტიკის გუნდის ზედამხედველობით;ბიზნეს ერთეულებისგან მოთხოვნილი ინფორმაციის ამოღება და რეპორტინგი SQL-ის გამოყენებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება მათემატიკის/ინფორმატიკის/ბიზნესის მიმართულებით (ბაკალავრი);MS Excel, SQL მონაცემთა ბაზებსა და Power BI-ში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;სასურველია Python-ში მუშაობის მცირე გამოცდილება (pandas, NumPy, matplotlib)ინგლისური ენის ცოდნა;MS Office აპლიკაციების მაღალ დონეზე ცოდნა;
ვეძებთ ჩვენიანს:
პასუხისმგებლიანს;ორგანიზებულს;ინიციატივიანს;განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულს;საქმეზე კონცენტრირებულს
როგორ ვიზრუნებთ შენზე?
გთავაზობთ:საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევას;მენტალური ჯანმრთელობის დაფარვას;შვებულების 24 სამუშაო დღეს, 4 Day Off-სა და დამატებით 5 სამუშაო დღეს მენტალური შვებულებისთვის;მაგთის კორპორატიულ პაკეტს;პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
დაგახვედრებთ:
საინტერესო საქმეს;მრავალფეროვნებას;სუპერ გუნდს და სუპერ გარემოს;
სს „თიბისი დაზღვევა“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.