← ყველა ვაკანსია

Junior Business Analyst

JSC TBC Insurance · თბილისი

სს „თიბისი დაზღვევა“ მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით. „თიბისი დაზღვევის“ მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.                                                                                                                                       სს „თიბისი დაზღვევა“ აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების განყოფილებაში, უმცროსი ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი; ალ. ყაზბეგის გამზ. 24ბგანაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-19:00 სთ;                         პარასკევი 10:00-17:00 სთ;  შენი, როგორც უმცროსი ბიზნესის ანალიტიკოსის მთავარი ფუნქციები იქნება: კორპორატიული ბიზნესის გაყიდვების განყოფილებაში არსებული დავალებების/პროექტების მოთხოვნის ანალიზი;საჭიროების შემთხვევაში შეხვედრის ინიცირება;მიღებული ბიზნეს მოთხოვნის დადოკუმენტირება;გარკვეული პერიოდულობით არსებული მოთხოვნების სტატუსის განახლება და ვადების კონტროლი;საბოლოო რეპორტების ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების ინიცირება;კორპორატიული ბიზნესის განყოფილებიდან შემოსული რეპორტის/დავალების/პროექტის საფუძველზე Power BI-ში და MS Excel-ში რეპორტების აწყობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება მათემატიკის/ინფორმატიკის/ბიზნესის მიმართულებით (ბაკალავრი);Power BI და MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;სასურველია MS SQL / PL SQL-ის საბაზისო დონეზე ცოდნა;ინგლისური ენის ცოდნა. ვეძებთ ჩვენიანს: პასუხისმგებლიანს;ორგანიზებულს;ინიციატივიანს;განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულს;საქმეზე კონცენტრირებულს; როგორ ვიზრუნებთ შენზე? გთავაზობთ: საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევას;მენტალური ჯანმრთელობის დაფარვას;შვებულების 24 სამუშაო დღეს, 4 Day Off-სა და დამატებით 5 სამუშაო დღეს მენტალური შვებულებისთვის;მაგთის კორპორატიულ პაკეტს;პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას. დაგახვედრებთ: საინტერესო საქმეს;მრავალფეროვნებას;სუპერ გუნდს და სუპერ გარემოს; სს „თიბისი დაზღვევა“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.

განაცხადის გაგზავნა →