← ყველა ვაკანსია

Senior UI/UX Designer

JSC TBC Insurance · თბილისი

თუ მზად ხარ სიახლეებისა და ვარსკვლავებთან თამაშისთვის, ამასთანავე, გსურს გახდე ყველაზე ციფრული სადაზღვევო კომპანიის წევრი, ვფიქრობთ, უფროსი UI/UX დიზაინერის ვაკანსია დაგაინტერესებს. სამუშაო ადგილი: თბილისი; ალ. ყაზბეგის გამზ. 24ბგანაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-19:00 სთ;                    პარასკევი 10:00-17:00 სთ;  შენი, როგორც უფროსი UI/UX დიზაინერის მთავარი ფუნქციები იქნება: მომხმარებელზე მორგებული გამოცდილებისა და ინტერფეისის შექმნა თიბისი დაზღვევის სხვადასხვა პროდუქტებისთვის; პროდუქტის განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა;UI/UX დიზაინის სტრატეგიის განხორციელებისათვის საჭირო, დროში სხვადასხვა ხანგრძლივობის მქონე აქტივობების განსაზღვრა და მათი ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფა;UI/UX-ის საუკეთესო სტანდარტების მუდმივი ანალიზი და მათი დანერგვის უზრუნველყოფა;თიბისი დაზღვევის სხვადასხვა პლატფორმების ერთიან დიზაინ სისტემაში მოქცევის უზრუნველყოფა;მომხმარებლის ქცევის გაანალიზება და მათი საჭიროებების შესაბამისი გადაწყვეტების შემუშავება/დანერგვის უზრუნველყოფა;ახალი პლატფორმებისთვის UI/UX დიზაინის და პროტოტიპების შექმნისა და დეველოპმენტისთვის მომზადების უზრუნველყოფა;დეველოპერების მიერ, შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი დიზაინის კუთხით;დიზაინის გატესტვისას პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების მოძიება; გლობალურ და ლოკალურ ტრენდებზე მუდმივი დაკვირვების უზრუნველყოფა და შესაბამისი best practice -ის დანერგვის ხელშეწყობა. ამ მიზნით სხვადასხვა ინიციატივების წარმოდგენა;UX მკვლევარებთან ერთად მუშაობა საუკეთესო მომხმარებლის გამოცდილების შესაქმნელად; დიზაინ სისტემაზე მუშაობა და მისი განვითარება. გამოგვეხმაურე, თუ გაქვს უმაღლესი განათლებაგაქვს მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება UI/UX დიზაინის მიმართულებით;იცი ინგლისური ენაიცი Figma-ში მუშაობა მაღალ დონეზე;ფინანსური ტექნოლოგიების (FinTech) პროდუქტების დიზაინში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. ვეძებთ ჩვენიანს: პასუხისმგებლიანს;კრეატიულს;ორგანიზებულს;ინიციატივიანს;განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულს;საქმეზე კონცენტრირებულს როგორ ვიზრუნებთ შენზე? გთავაზობთ: საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევას;მენტალური ჯანმრთელობის დაფარვას;შვებულების 24 სამუშაო დღესთან ერთად, 4 Day Off-სა და დამატებით 5 სამუშაო დღეს მენტალური შვებულებისთვის;მაგთის კორპორატიულ პაკეტს;პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;თბილისის მასშტაბით წლიური სატრანსპორტო ბარათის 80% დაფინანსებას. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმესთან (CV) ერთად გაგვიზიაროთ პორტფოლიო ან მისი ბმული. განაცხადის განხილვისას უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატებს, რომელთა პორტფოლიო ნათლად ასახავს შესრულებულ UI/UX პროექტებს.

განაცხადის გაგზავნა →