online doctor
JSC TBC Insurance · თბილისი
თუ მზად ხარ სიახლეებისა და ვარსკვლავებთან თამაშისთვის, ამასთანავე, გსურს გახდე ყველაზე ციფრული სადაზღვევო კომპანიის წევრი, ვფიქრობთ, სამედიცინო მიმართვების მენეჯერის ვაკანსია დაგაინტერესებს.
სამუშაო ადგილი: თბილისი; ალ. ყაზბეგის გამზ, 24 ბგანაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-15:00 სთ; ანორშაბათი-პარასკევი 15:00-21:00 სთ; შაბათი 10:00-14:00 ან 14:00-18:00;
შენი, როგორც სამედიცინო მიმართვების მენეჯერის მთავარი ფუნქციები იქნება: სპეციალისტის გასინჯვის ჩანაწერის მიღება ელექტრონული ფოსტით/ბილინიგის სისტემაში;ჩანაწერის განხილვა ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით;მიმართვების პროგრამული დაფიქსირება და პროვაიდერ დაწესებულებაში გადაგზავნა;კომუნიკაცია დაზღვეულთან საჭიროების შემთხვევაში.
გამოგვეხმაურე,თუ:
ხარ დიპლომირებული მედიკოსი/რეზიდენტი;ინგლისური ენა იცი მაღალ დონეზე;გაქვს სადაზღვევო კომპანიაში ექიმის ასისტენტად მუშაობის გამოცდილება, რომელიც ჩაითვლება უპირატესობად.
ვეძებთ ჩვენიანს:
პასუხიმგებლიანს;განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულს;საქმეზე კონცენტრირებულს;ორგანიზებულსა და დეტალებზე ჩაკირკიტების მოყვარულს.
როგორ ვიზრუნებთ შენზე?
გთავაზობთ:
საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევას;მენტალური ჯანმრთელობის დაფარვას;შვებულების 24 სამუშაო დღეს, 4 Day Off-სა და დამატებით 5 სამუშაო დღეს მენტალური შვებულებისთვის;მაგთის კორპორატიულ პაკეტს;პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
დაგახვედრებთ:
საინტერესო საქმეს;მრავალფეროვნებას;სუპერ გუნდს და სუპერ გარემოს;
თუ ფიქრობ, რომ ეს ვაკანსია შენთვისაა, გამოგზავნე რეზიუმე (CV) 2026 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით.