Junior Underwriter
JSC TBC Insurance · თბილისი
სს „თიბისი დაზღვევა“ მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით.
„თიბისი დაზღვევის“ მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.
სს „თიბისი დაზღვევა“ აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ანდერაიტერის პოზიციაზე მოტორის მიმართულებით.
სამუშაო ადგილი: თბილისი; ალ. ყაზბეგის გამზ. 24ბ განაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-19:00 სთ; პარასკევი 10:00-17:00 სთ; ხელშეკრულების ტიპი: შრომითი ხელშეკრულება, 6-9 თვიანი ვადით(დეკრეტის შემცვლელი).
შენი, როგორც უმცროსი ანდერაიტერის (მოტორი) მთავარი ფუნქციები იქნება:
გაყიდვების განყოფილებიდან შემოსული მოთხოვნების დამუშავება და შესაბამისი რეაგირების მოხდენა;არასტანდარტული შემთხვევების განხილვა-შეთანხმება ზემდგომ მენეჯერთან;პროგრამული უზრუნველყოფის შემოწმებაში მონაწილეობის მიღება (მუშა პროცესი, ტარიფიკაცია, შეზღუდვები და ა.შ.);დაზღვევის პროცესის მონიტორინგი, ხარვეზების იდენტიფიცირება;სამუშაო პროცესის და პროდუქტების გაუმჯობესებაზე მუშაობა, ინიციატივების მომზადება;კონკრეტული მომხმარებლისთვის შესათავაზებელი სადაზღვევო პროდუქტის პარამეტრების განსაზღვრა;ზარალების განყოფილებასთან თანამშრომლობა შესაბამისი მიმართულების დაზღვევის პროდუქტებზე;დელეგირების ფარგლებში გადაწყვეტილებების მიღება;საჭიროების შემთხვევაში, ზემდგომი მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება.
გამოგვეხმაურე, თუ:
გაქვს უმაღლესი განათლება;გაქვს სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად).იცი ინგლისური ენა;იცი MS Office პროგრამები და მათ შორის Excel მაღალ დონეზე;იცი მათემატიკური საფუძვლები;
ვეძებთ ჩვენიანს:
პასუხისმგებლიანს;ორგანიზებულს;ინიციატივიანს;განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულს;საქმეზე კონცენტრირებულს;
როგორ ვიზრუნებთ შენზე?
გთავაზობთ:საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევას;მენტალური ჯანმრთელობის დაფარვას;შვებულების 24 სამუშაო დღეს, 4 Day Off-სა და დამატებით 5 სამუშაო დღეს მენტალური შვებულებისთვის;მაგთის კორპორატიულ პაკეტს;პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
დაგახვედრებთ:
საინტერესო საქმეს;მრავალფეროვნებას;სუპერ გუნდს და სუპერ გარემოს;
თუ ფიქრობ, რომ ეს ვაკანსია შენთვისაა, გამოგზავნე CV 2026 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით.