CS Researcher
JSC TBC Insurance · თბილისი
სს „თიბისი დაზღვევა“ მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით.
„თიბისი დაზღვევის“ მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.
სს „თიბისი დაზღვევა“ აცხადებს ვაკანსიას CX მკვლევარის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი; ალ. ყაზბეგის გამზ. #24ბგანაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-19:00 სთ; პარასკევი, 10:00-17:00 სთ;
შენი, როგორც CX მკვლევარის მთავარი ფუნქციები იქნება:
კვლევის მეთოდოლოგიის და სტრატეგიის ჩამოყალიბება;პროდუქტების კომპლექსური (ევრისტიკული) ანალიზის ჩატარება;რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის ჩატარება/ანალიზი;მჭიდრო თანამშრომლობა მრავალფუნქციურ გუნდებთან, კვლევის საჭიროების, კითხვების და მიზნების განსაზღვრა;პროდუქტულ და დაინტერესებულ გუნდებთან კვლევის შედეგების წარდგენა პრეზენტაციისა და წერილობითი სახით;მომხმარებლის ტკივილების იდენტიფიცირება და შესაბამის გუნდებთან მიტანა;რესპონდენტების რეკრუტირება.
გამოგვეხმაურე, თუ:
გაქვს ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ფსიქოლოგია / სოციოლოგია / ანთროპოლოგია / დიზაინსა ან მსგავსი მიმართულებით;გაქვს მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო ან ექვივალენტური გამოცდილება UX კვლევის მეთოდოლოგიებში, როგორიცაა ინტერვიუები, გამოყენებადობის ტესტირებები, კითხვარები და სხვა;გაქვს CX/UX კვლევების (Usability tests, Card sorting, ინტერვიუ, ფოკუს ჯგუფი, რაოდენობრივი კვლევა, ვორქშოპი და ა.შ.) ჩატარების გამოცდილება;შეგიძლია მრავალი კვლევითი პროექტის ერთდროულად მართვა;გაქვს კვლევის ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება, (მაგ. MIRO, VWO, Optimal Workshop, Hotjar, Medallia, Survey Monkey, Microsoft Forms ან/ და სხვა კვლევის ინსტრუმენტები);იცი ინგლისური ენა;
ვეძებთ ჩვენიანს:
პასუხისმგებლიანს;ინიციატივიანს და პროაქტიულს;კომუნიკაბელურს;დეტალებზე ორიენტირებულს;ორგანიზებულს;განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულს;საქმეზე კონცენტრირებულს;
როგორ ვიზრუნებთ შენზე?
გთავაზობთ:· საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევას;· მენტალური ჯანმრთელობის დაფარვას;· შვებულების 24 სამუშაო დღეს, 4 Day Off-სა და დამატებით 5 სამუშაო დღეს მენტალური შვებულებისთვის;· მაგთის კორპორატიულ პაკეტს;· პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
დაგახვედრებთ:
საინტერესო საქმეს;მრავალფეროვნებას;სუპერ გუნდს და სუპერ გარემოს;
თუ ფიქრობ, რომ ეს ვაკანსია შენთვისაა, გამოგზავნე CV 2026 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით.