Head of Marketing
JSC TBC Insurance
მარკეტინგის, ბრენდის გამოცდილებისა და კომუნიკაციების განყოფილების უფროსი
გუნდის გაძლიერება: გუნდის საქმიანობის ყოველდღიური ხელმძღვანელობა;გუნდის ადამიანური რესურსების ეფექტური მართვა;გუნდის წინაშე არსებული ამოცანების და ფუნქციების შესრულების ზედამხედველობა;გუნდის საქმიანობის კოორდინირება;სამუშაო პროცესში გუნდის წევრების მხარდაჭერა; გუნდის წევრების განვითარებაზე და მოტივაციაზე ზრუნვა.
სტრატეგიული ნაწილი: თიბისი დაზღვევის გრძელვადიანი მარკეტინგის სტრატეგიების და შესაბამისი სამოქმედო გეგმ(ებ)ის შემუშავება/გარდაქმნა/დახვეწა; ბიზნესის მიზნების შესაბამისი სხვადასხვა მარკეტინგული სტრატეგიების და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შექმნა და იმპლემენტაცია; თიბისი დაზღვევის ბრენდ პლატფორმისა და ბრენდის სტრატეგიის შემუშავება; თიბისი დაზღვევის ივენთებისა და სპონსორობების სტრატეგიის შემუშავება; თიბისი დაზღვევის საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება, როგორც გარე - ციფრულ და სოციალური მედიის არხებში, ასევე, კომპანიის შიდა კომუნიკაციების მიზნებისთვის;
ბრენდის, ბრენდის გამოცდილების მართვა და განვითარება:
ბრენდის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის/ბრენდის გაიდლაინების შემუშავება/გარდაქმნა/განახლება/დახვეწა შესაბამისი მიმართულებით და აღსრულება;ბრენდის სტრატეგიის აღსრულების უზრუნველყოფა ყველა ტიპის კომუნიკაციასა და მომხმარებლის შეხების წერტილში. ბრენდის კამპანიების შექმნის და აღსრულების პროცესების ინიცირება, ჩართულობა და მონიტორინგი; ბრენდის კამპანიების შექმნის და აღსრულების პროცესების ინიცირება, ჩართულობა და მონიტორინგი; სადაზღვევო პროდუქტის/სერვისის, როგორც ციფრული, ასევე არაციფრული customer journeys შესწავლა, ანალიზი, შეუსაბამობების აღმოჩენა და გაუმჯობესების პოტენციალის იდენტიფიცირება და შესაბამისი ინიციატივების წარდგენა და აღსრულებაში ჩართულობა კომპტენციის ფარგლებში;
ციფრული მარკეტინგი;
ციფრული მარკეტინგის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებაში ჩართულობა; ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის განხორციელებისათვის საჭირო აქტივობების განსაზღვრაში ჩართულობა და მათი ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფა; ციფრული მარკეტინგის კუთხით კონკურენტების მუდმივი ანალიზის უზრუნველყოფაში ჩართულობა; მიზნობრივი აუდიტორიების იდენტიფიცირებაში მუდმივი მონაწილეობის მიღება და ასევე სამიზნე ჯგუფების მიმართ შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება; ციფრული მარკეტინგის ჭრილში, წლის განმავლობაში განსახორციელებელი აქტივობების, მათ შორის კამპანიების (ლიდებზე, ცნობიერებაზე, სეილზე ორიენტირებული) Action plan-ის შედგენასა და მისი აღსრულების უზრუნველყოფა უფლებამოსილების ფარგლებში; სოციალური მედიის კალენდრის შექმნაში მონაწილეობის მიღება და უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა/შესრულების მონიტორინგი; თიბისი დაზღვევის მობილური აპლიკაციის მომხმარებლების გაზრდისა და აპლიკაციის რეიტინგის ზრდისთვის საჭირო აქტივობების დაგეგმვა/შესრულების მონიტორინგი; თიბისი დაზღვევის შესაბამისი პლატფორმების ქონთენთის, საკომუნიკაციო ინფორმაციის შექმნა, განახლება და მონიტორინგი; კომპანიის შესაბამისი გუნდების მხარდაჭერა სარეკლამო კამპანიების მიმდინარეობისას; არხების განვითარება:
კომპანიის შესაბამისი ციფრული/არაციფრული არხების მართვის/განვითარების მხარდაჭერა; არხების განვითარების ტრენდებზე მუდმივი დაკვირვება, და ბრენდის გამოცდილების შესაბამისი ინიციატივების განსახილველად წარმოდგენა; კომპანიაში არსებული პროცედურის შესაბამისად, ახალი პროდუქტების ინიცირება პოტენციური პარტნიორების ან/და არსებული პარტნიორების მოთხოვნით ან/და საკუთარი ინიციატივით; პარტნიორებთან დანერგილი სადაზღვევო პროდუქტების/სერვისების შესახებ ცნობადობის ამაღლების მხარდაჭერა.
გაყიდვები:
ციფრული გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება/გარდაქმნა/დახვეწის პროცესში ჩართულობა და ამ სტრატეგიის განხორციელებისათვის საჭირო აქტივობების განსაზღვრაში შესაბამისი წვლილის შეტანა; კოლაბორაცია კომპანიის სხვადასხვა გუნდებთან/განყოფილებებთან ბიზნეს-მიზნების მისაღწევად (სეილები, მომხმარებლის კმაყოფილება, სადაზღვევო შემთხვევების მართვა, კომპანიის თანამშრომლების/გუნდების წევრების კმაყოფილების მხარდაჭერა); კომპანიის გაყიდვების გეგმების შემუშავების პროცესში - სხვადასხვა სტატისტიკური მაჩვენებლების საფუძველზე შესაბამისი დამუშავებული ინიციატივების წარდგენა და სრული ჩართულობა; კომპანიის გაყიდვების გეგმის შესაბამისი შესრულების მხარდაჭერა; ციფრულ არხებში განთავსებული პროდუქტების გაყიდვების ზრდის უზრუნველსაყოფად შესაბამისი აქტივობების განსაზღვრაში და მათ რეალიზებაში ჩართულობა; ციფრული გაყიდვების ხელშეწყობისთვის საჭირო კამპანიების დაგეგმვასა და მათი ეფექტურად განხორციელებაში ჩართულობა; შედეგებიდან გამომდინარე, კამპანიების ოპტიმიზაციასა და დამატებითი აქტივობების შემუშავებაში წვლილის შეტანა;
კვლევები და ანალიტიკა:
სხვადასხვა მარკეტინგული კვლევების ინიცირება, განხორციელება და შესაბამისი ტრენდების/შესაძლებლობების აღმოჩენა; მომხმარებლის გამოცდილებაზე (online and offline) მუდმივი დაკვირვების უზრუნველყოფა ანალიტიკური ხელსაწყოების გამოყენებით და data-driven გადაწყვეტების ინიცირება; ციფრული მარკეტინგის და ციფრული გაყიდვების ჭრილში Data driven სტრატეგიის შემუშავების ორგანიზება; კომპანიის შესაბამის პლატფორმების უტილიზაციის იდენტიფიცირებისთვის და მომხმარებელის მხრიდან მათი გამოყენების შესაბამისი პარამეტრების გაუმჯობესების მიზნით, მუდმივი ანალიტიკის განხორციელება, რეპორტების მომზადება და საჭირო აქტივობების დაგეგმვა/ინიცირება;
Go-to-Market Strategy (GTM):
ახალი ან/და არსებული სადაზღვევო პროდუქტების/სერვისების გაშვების დაგეგმვაში ჩართულობა და შესაბამისი მარკეტინგული კამპანიების შემუშავება-აღსრულება;ახალი ან/და არსებული სადაზღვევო პროდუქტების/სერვისების გაშვებისას, კოორდინირება სხვადასხვა ქროს-ფუნქციურ გუნდებთან: ციფრული და არაციფრული გაყიდვების გუნდები, პროდუქტის შექმნის და მომხმარებლის გამოცდილების გუნდები და სხვა; მონიტორინგის და რეპორტინგის წარმოება ამგვარი კამპანიების პროგრესის; პროდუქტის/სერვისის პოზიციონირება: USP (unique selling propositions)-ების იდენტიფიცირება, სადაზღვევო პროდუქტების/სერვისებისთვის;შესაბამისი კონტენტისა და value propositions-ის შექმნა ყველა შესაბამისი მომხმარებელთა სეგმენტისთვის; საჭიროებისამებრ, პროდუქტის/სერვისის პოზიციონირებაში, განახლებების წარმოება, მომხმარებელების უკუკავშირის ან/და კვლევების საფუძველზე მიღებული ინფორმაციის შესაბამისად. კონკურენტების ანალიზი:მუდმივი ანალიზის უზრუნველყოფა, კონკურენტების პროდუქტებთან/სერვისებთან/ფასებთან/შეთავაზებებთან მიმართებით; იდენტიფიცირება, სადაზღვევო ბაზრის შესაძლებლობებისა და რისკების, და შესაბამისი სამოქმედო გეგმ(ებ)ის შემუშავება. ბაზრის სეგმენტირება: მომხმარებლების/პოტენციური მომხმარებლების სეგმენტირების უზრუნველყოფა, სხვადასხვა ჭრილში (ქცევითი, პრეფერენციების, დემოგრაფიული და სხვა.);პროდუქტების/სერვისების სიცოცხლისუნარიანობის მონიტორინგის წარმოება და საჭიროებისამებრ მათი განახლების/გაუმჯობესების/გაუქმების შესახებ ინიციატივების წარდგენა;ღონისძიებების ჩატარების სტრატეგიის შექმნა და ყოველწლირად შესაბამისი სტრატეგიული დაგეგმვა და შემდგომ აღსრულების უზრუნველყოფაღონისძიების ჩასატარებლად - ვენდორების/პარტნიორების შერჩევა, ბიუჯეტირება და შესაბამისი ლოჯისტიკური პროცესების მართვა/მონიტორინგი;ტრენდებზე მუდმივი დაკვირვების/ანალიზის წარმოება, ინოვაციური ღონისძიებების ფორმატების იდენტიფიცირებისთვის. სპონსორობა: სასპონსორო ურთიერთობების იდენტიფიცირება, შესაბამისი შესაძლებლობების და ბენეფიტების მიღების ანალიზის საფუძველზე;სპონსორობის უზრუნველყოფის მიზნებით, პარტნიორებთან/ვენდორებთან მოლაპარაკებების წარმოება, კალენდარულად დაგეგმვა და შემდგომ ღონისძიების ჩატარების აღსრულება ღონისძიებაზე ბრენდის გამოცდილების შექმნის შესაბამისად. ღონისძიების ღირებულებითი ნაწილის შეფასებისთვის საჭირო KPI-ების იდენტიფიცირება (დამსწრეთა რაოდენობა, ჩართულობა, ლიდების გენერაცია, ROI, და ა.შ.) და მათი შედეგების მონიტორინგი, შემდგომი გაუმჯობესების მიზნებით;
ბიუჯეტირება:
მარკეტინგის წლიური ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში შესაბამისი ბიუჯეტის ეფექტურად დაგეგმვა და სათანადო პარამეტრების წარდგენა; დამტკიცებული ბიუჯეტის ეფექტური განკარგვა; დამტკიცებული KPI- ების შესრულების უზრუნველყოფა;
მონიტორინგი:
მარკეტინგის გუნდის უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა შესაბამისი პარამეტრის/აქტივობის/ღონისძიების შედეგების მუდმივი მონიტორინგი და მათგან გამომდინარე, საჭიროებისამებრ ოპტიმიზაცია ან/და დამატებითი აქტივობების შემუშავება; გაყიდვების მიმართულებით ყოველკვირეული/ყოველთვიური/კვარტლური/წლიური შედეგების მუდმივი მონიტორინგი და მათგან გამომდინარე, საჭიროებისამებრ ოპტიმიზაცია ან/და დამატებითი აქტივობების შემუშავება;ლიდების მოზიდვის მიმართულებით ყოველკვირეული/ყოველთვიური/კვარტლური/წლიური შედეგების მუდმივი მონიტორინგი და მათგან გამომდინარე, საჭიროებისამებრ ოპტიმიზაცია ან/და დამატებითი აქტივობების შემუშავება; შესაბამის არხებში, მომხმარებლის flow-ზე მუდმივი მონიტორინგის უზრუნველყოფა; კონკურენტების ციფრულ/არაციფრულ არხებში აქტივობების/ღონისძიებების/სიახლეების მუდმივი მონიტორინგი, შესაბამისი რეპორტების მომზადება და საჭირო აქტივობების დაგეგმვა/ინიცირება; მუდმივი მონიტორინგის უზრუნველყოფა, პარტნიორების რომელიმე არხში განთავსებული პროდუქტის სისწორეზე, შეძენის/სარგებლობის პროცესის გამართულობაზე და შემდგომში საჭიროებისამებრ სათანადო მხარდაჭერის უზრუნველყოფა.