Senior Brand Manager
JSC Gepha
სს „გეფა“ წარმოადგენს საქართველოში ყველაზე მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიას საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით. სს „გეფა“ ჯორჯია კაპიტალის (GCAP), ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომლის აქციებიც განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტში. "გეფა"-ს ქვეშ გაერთიანებული ბრენდებია: GPC, Pharmadepot, The Body Shop და Afflelou Paris.
"გეფა", როგორც დამსაქმებელი, რომელიც აერთიანებს 5000-მდე თანამშრომელს, თავს პასუხისმგებლად თვლის იზრუნოს, ისეთი კორპორატიული კულტურის შექმნაზე, სადაც თითოეული ადამიანის უნიკალურობა საერთო მიზნისკენ სვლას უწყობს ხელს.
კომპანიის მარკეტინგის გუნდში ვეძებთ ტალანტს უფროსი ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.
რას გთავაზობთ?
კარიერული ზრდისა და პროფესიული გამოცდილების გაძლიერებას - კომპანია მასშტაბურია, გამოწვევები ბევრი, შესაბამისად, განვითარების შანსიც რეალურია.შესაძლებლობას, რომ საკუთარი იდეები რეალობად აქციო - ჩვენთან შენს იდეებს ყოველთვის მოუსმენენ;მეგობრულ გუნდს - აქ დაგხვდებიან ადამიანები, რომლებიც შედეგზე არიან ორიენტირებულები და, ასევე, ერთმანეთის მხარდაჭერა არასდროს ავიწყდებათ;ჰიბრიდულ სამუშაო გრაფიკს - ვიცით, რომ სხვა ადგილიდან მუშაობა პროდუქტიულობისთვის მნიშვნელოვანია;ჯანმრთელობასთან და კეთილდღეობასთან დაკავშირებულ ბენეფიტებს - ზრუნვა უპირველეს ყოვლისა.
რას გააკეთებ ჩვენს გუნდთან ერთად?
ექსკლუზიური ბრენდების პორტფელის მართვა;ბრენდის მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრა და აღსრულება;ბიუჯეტის შედეგენა, ალოცირება და მართვა;სეზონური კამპანიების შემუშავება და მართვა;ბრენდების შედეგების მონიტორინგი/ანალიზი;აქტიური თანამშრომლობა მომიჯნავე განყოფილებებთან (კატეგორიის მენეჯმენთი, კომერციული შესყიდვები, რითელ ქსელი და ლოჯისტიკა).
რა დაგჭირდება ამ პოზიციაზე?
მნიშვნელოვანია ბრენდის ან კატეგორიის მართვის სამუშაო გამოცდილება;მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ახალი ბრენდის შექმნის ან რებრენდინგის გამოცდილება;უმაღლესი განათლება, სასურველია მარკეტინგისა და ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;მონაცემების ანალიზის და დამუშავების გამოცდილება;ინგლისური ენის ცოდნა ( B2–C1). რომელი უნარები დაგეხმარება საქმის უკეთ შესრულებაში?
ანალიტიკური აზროვნების უნარი;პრეზენტაციისა და საჯაროდ გამოსვლის უნარი;ინტერპერსონალური კომუნიკაცია;AI ხელსაწყოების მართვის უნარი;მოქნილობა და სწრაფად ადაპტაცია სამუშაო სპეციფიკასთან და ცვლილებებთან.
თუ გრძნობ, რომ ეს საქმე შენია, შემოგვიერთდი და განავითარე შენი კარიერა კომპანია გეფასთან ერთად 🚀