← ყველა ვაკანსია

Sous Chef

LTD Silk Road Business Centre

კომპანიის შესახებტელეგრაფი პირველი სასტუმროა რეგიონში, რომელიც “Leading Hotels of The World”-ის წევრია და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში ახალ სიტყვას ამბობს. ჩვენ სტუმრებს ვთავაზობთ უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც აერთიანებს 239 მაღალი კლასის ნომერს, ქალაქის ურბანულ პეიზაჟებს, განსხვავებული კონცეფციის 7 რესტორანს, ჯაზ კლუბს, ბარს, თანამედროვე საბანკეტო-საკონფერენციო დარბაზებს. კომპანიისთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს მდგრადი არქიტექტურა, გარემოს დაცვა და ეკოლოგიურად ჯანსაღი მომავლის უზრუნველყოფა. ტელეგრაფის შენობა წლების განმავლობაში ბევრად მეტი იყო, ვიდრე საკომუნიკაციო კერა. ეს იყო ინოვაციების შუქურა, ახალი შეტყობინებებითა და სიახლეებით, რომლებიც მის არხებს შორის მოგზაურობდნენ და აჩქარებდნენ ქალაქის პულსს. ახლა გააზრებულად აღდგენილი, როგორც სასტუმრო ტელეგრაფი, ისტორია გრძელდება და ის კვლავ იქნება გრავიტაციის ცენტრი. ჩვენ ვიწვევთ ენთუზიაზმით სავსე ადამიანებს შემოუერთდნენ ტელეგრაფის გუნდს და გახდნენ ჩვენი სტუმრებისთვის დაუვიწყარი მოგონებებისა და უნიკალური გამოცდილების გაზიარების მონაწილე.  ვაკანსია: სუ შეფიმიგაჩინათ, რომ ხართ მოტივირებული და გამოცდილი კულინარიის პროფესიონალი? ჩვენ ვეძებთ სუ შეფს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს დინამიურ სამზარეულოს გუნდს.  მოვალეობებიშეფ-მზარეულის დახმარება სამზარეულოს საოპერაციო მართვაში, მათ შორის მენიუს დაგეგმვაში, კერძების მომზადებასა და პერსონალის ზედამხედველობის ჩათვლით.ყველა კერძის ხარისხის, პრეზენტაციისა და დროული მიწოდების უზრუნველყოფა.სამზარეულოს პერსონალის მომზადება და განვითარება.სუფთა, ორგანიზებული და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შენარჩუნება სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენის ყველა რეგულაციის დაცვით.სურსათის ხარჯების კონტროლი და ნარჩენების მინიმუმამდე შემცირება.საკვების და სამზარეულოს მარაგის შეკვეთა და მიღება. ჩვენ გთავაზობთკონკურენტულ ანაზღაურებას და ბენეფიტებს (დაზღვევა, ფასდაკლებები ჯგუფის მასშტაბით, კვება, უნიფორმით უზრუნველყოფა და ქიმწმენდა). პროფესიული განვითარების და წინსვლის შესაძლებლობას. სამუშაო გარემო, რომელიც იძლევა ინიციატივებისა და ინოვაციების განხორციელების შესაძლებლობას.  კვალიფიკაცია და გამოცდილებამსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.კომუნიკაციის და ინტერპერსონალური უნარები. ადაპტაციის უნარი.გუნდური მუშაობის უნარი. დეტალებზე ორიენტაცია.ინგლისური ენის ცოდნა.  თუ თქვენ ხართგუნდის ლიდერი, რომელიც მიისწრაფვის მომსახურების სრულყოფილებისკენ. პროფესიონალი, რომელსაც შეუძლია ცვლილებებთან მარტივად ადაპტაცია.მონდომებული გუნდის წევრი მაღალი ეთიკური სტანდარტებით.პროფესიონალი, რომელსაც შეუძლია რთული პრობლემების მოგვარება და მზად არის გამოწვევებისთვის. აპლიკაციის გაგზავნათუ მიგაჩნიათ, რომ ფლობთ პოზიციისთვის საჭირო უნარებს და გსურთ შემოუერთდეთ ტელეგრაფის გუნდს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: jobs@telegraphhotel.com ადგილმდებარეობათბილისი, შ. რუსთაველის გამზირი #31/13 აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა31 ივლისი 2025 გაცნობებთ, რომ შპს "სილქ როუდ ბიზნეს ცენტრი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. პერსონალური მონაცემები კანდიდატის შესახებ, ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. პერსონალური მონაცემები კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნულ ვაკანსიაზე პერსონალური მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, შპს "სილქ როუდ ბიზნეს ცენტრმა" წარდგენილი პერსონალური მონაცემები შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მათ შორის სამომავლო ვაკანსიაზე.იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

განაცხადის გაგზავნა →