Steward
LTD Silk Road Business Centre · თბილისი
კომპანიის შესახებტელეგრაფი პირველი სასტუმროა რეგიონში, რომელიც “Leading Hotels of The World”-ის წევრია და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში ახალ სიტყვას ამბობს. ჩვენ სტუმრებს ვთავაზობთ უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც აერთიანებს 239 მაღალი კლასის ნომერს, ქალაქის ურბანულ პეიზაჟებს, განსხვავებული კონცეფციის 7 რესტორანს, ჯაზ კლუბს, ბარს, თანამედროვე საბანკეტო-საკონფერენციო დარბაზებს. კომპანიისთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს მდგრადი არქიტექტურა, გარემოს დაცვა და ეკოლოგიურად ჯანსაღი მომავლის უზრუნველყოფა. ტელეგრაფის შენობა წლების განმავლობაში ბევრად მეტი იყო, ვიდრე საკომუნიკაციო კერა. ეს იყო ინოვაციების შუქურა, ახალი შეტყობინებებითა და სიახლეებით, რომლებიც მის არხებს შორის მოგზაურობდნენ და აჩქარებდნენ ქალაქის პულსს. ახლა გააზრებულად აღდგენილი, როგორც სასტუმრო ტელეგრაფი, ისტორია გრძელდება და ის კვლავ იქნება გრავიტაციის ცენტრი. ჩვენ ვიწვევთ ენთუზიაზმით სავსე ადამიანებს შემოუერთდნენ ტელეგრაფის გუნდს და გახდნენ ჩვენი სტუმრებისთვის დაუვიწყარი მოგონებებისა და უნიკალური გამოცდილების გაზიარების მონაწილე.
ვაკანსია: ჭურჭლის მრეცხავიჩვენ ვეძებთ ჭურჭლის მრეცხავს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს დინამიურ სამზარეულოს გუნდს. ანაზღაურება: 1300 ლარი (ხელზე ასაღები)გრაფიკი: 5 დღე კვირაში, 9 სთ-იანი, 1 სთ შესვენება; (ცვლები არის მცოცავი)
მოვალეობებიჭურჭლისა და ინვენტარის რეცხვა.სამზარეულოს სივრცეში სისუფთავის შენარჩუნება.სამზარეულოს დანადგარების სისუფთავის უზრუნველყოფა.სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა.ნაგვისა და სამზარეულოს ნარჩენების გატანა.
ჩვენ გთავაზობთკონკურენტულ ანაზღაურებას და ბენეფიტებს (დაზღვევა, ფასდაკლებები ჯგუფის მასშტაბით, კვება, უნიფორმით უზრუნველყოფა და ქიმწმენდა).
კვალიფიკაცია და გამოცდილებამსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.ადაპტაციის უნარი.გუნდური მუშაობის უნარი.
თუ თქვენ ხართორგანიზებული.მონდომებული და პასუხისმგებლიანი გუნდის წევრი. აპლიკაციის გაგზავნათუ მიგაჩნიათ, რომ ფლობთ პოზიციისთვის საჭირო უნარებს და გსურთ შემოუერთდეთ ტელეგრაფის გუნდს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: jobs@telegraphhotel.com
ადგილმდებარეობათბილისი, შ. რუსთაველის გამზირი #31/13
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა15 ივნისი, 2026
გაცნობებთ, რომ შპს "სილქ როუდ ბიზნეს ცენტრი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. პერსონალური მონაცემები კანდიდატის შესახებ, ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. პერსონალური მონაცემები კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნულ ვაკანსიაზე პერსონალური მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, შპს "სილქ როუდ ბიზნეს ცენტრმა" წარდგენილი პერსონალური მონაცემები შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მათ შორის სამომავლო ვაკანსიაზე.იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.