← ყველა ვაკანსია

cook

JSC Goodwill

გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.goodwill.ge "გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას გრილის მზარეულის პოზიციაზე. გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს! ფუნქცია-მოვალეობები:ხორცის და ბოსტეულის გრილზე შეწვა რეცეპტების შესაბამისად;ხორცის დამარინადება;გრილის ტემპერატურის კონტროლი;სისუფთავის, ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების დაცვა სამუშაო პროცესში;გრილის ტექნიკის მოვლა და რეგულარული გასუფთავება. ძირითადი მოთხოვნები:პროფესიული, კულინარიული განათლება ან გამოცდილება;პროდუქტების ცოდნა და კერძების მომზადების ტექნიკების ფლობა;სანიტარული და უსაფრთხოების ნორმების დაცვა. სამუშაო პირობები:გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში;ანაზღაურება: საათობრივი, თვეში მინიმუმ 1500ლ + ეფექტური საბონუსე სისტემა;ლოკაცია: დიღომი, საბურთალო, ვაკე;ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ. ჩვენ გთავაზობთ:კარიერული განვითარების შესაძლებლობას;მოქნილ სამუშაო გრაფიკს;გუდვილის ფასდაკლების ბარათს;ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია;Fitpass ბარათს. დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 200 712გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →