← ყველა ვაკანსია

Section Consultant Batumi

JSC Goodwill · ბათუმი

"გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.goodwill.ge კომპანია "გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას სექციონერ-კონსულტანტის პოზიციაზე ბათუმში. გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს ფუნქცია მოვალეობები:სალარო ოპერაციების განხორციელება;მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა;პროდუქციის თაროებზე განთავსება/შევსება;პროდუქციის ფასმაჩვენებლებისა და ვადიანობის კონტროლი; ძირითადი მოთხოვნები:პასუხისმგებლობის გრძნობა;გუნდური მუშაობის უნარი;ეფექტური კომუნიკაციის უნარი; სამუშაო პირობები:გრაფიკი: 40 საათი კვირაში;ანაზღაურება: საათობრივი, თვეში მინიმუმ 950-1000ლ + ეფექტური საბონუსე სისტემა;ლოკაცია: შერიფ ხიმშიაშვილის #61, გორგილაძის #88;ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ. ჩვენ გთავაზობთ:კარიერული განვითარების შესაძლებლობას;მოქნილ სამუშაო გრაფიკს;გუდვილის ფასდაკლების ბარათს;ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია;Fitpass ბარათს. დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდი შემდეგ ნომერზე: 595 22 71 84 გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →