დისტრიბუტორი
მეფუტკრე · თბილისი
შპს „მეფუტკრე“ აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე თბილისში.
ვეძებთ პასუხისმგებლიან და ენერგიულ თანამშრომელს, რომელიც შეუერთდება ჩვენს სადისტრიბუციო გუნდს.
რას გთავაზობთ?
წინასწარ დაგეგმილ და უბნების მიხედვით ორგანიზებულ მარშრუტებს;დღიურად საშუალოდ 10–20 სავაჭრო ობიექტის მომსახურებას;სამუშაო დღის დასრულებას მარშრუტის დასრულებისთანავე — უმეტეს შემთხვევაში სამუშაო სრულდება დაახლოებით 13:00–14:00 საათისთვის;სტაბილურ სამუშაო გარემოსა და განსაზღვრულ სამუშაო პროცესს.
ძირითადი მოვალეობები:
ზედნადების შესაბამისად შეკვეთების დათვლა და მანქანის დატვირთვა;პროდუქციის დროული მიწოდება სავაჭრო ობიექტებში;ობიექტების მომარაგება წინასწარ განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით;მიწოდებული პროდუქციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის კონტროლი.
მოთხოვნები:
B კატეგორიის მართვის მოწმობა და მექანიკური გადაცემათა კოლოფის მართვის გამოცდილება;თბილისის უბნებისა და ქუჩების კარგი ცოდნა;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;კარგი მათემატიკური უნარები;ენერგიულობა და პუნქტუალურობა;დისტრიბუციის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პირობები:
ანაზღაურება: 1 200 ლარი;სამუშაო ადგილი: თბილისი;სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, მარშრუტის დასრულებამდე.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე ელფოსტაზე: hr@meputkre.com
ელფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება — „დისტრიბუტორი“