← ყველა ვაკანსია

მიმტანი

Greenwood Hotel · ბათუმი

სასტუმრო "GreenWood Hotel&Spa" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე. სამუშაო გრაფიკი - სრული სამუშაო ადგილი - ქ. ბათუმი, ბოტანიკური ბაღი, ბაღის I შესახვევი, N 3. უშუალო ხელმძღვანელი- რესტორნის მენეჯერი ფუნქცია-მოვალეობები: ** მაგიდების გასერვირება/ალაგება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად ** სტუმრის დროული დახვედრა/მიღება ** სტუმრისათვის მენიუს გაცნობა, შეკვეთის მიღება და დროული მომსახურების უზრუნველყოფა ** სტუმრის ინფორმირება დაგვიანებადი კერძის შემთხვევაში, საჭიროებისამებრ უშუალო ხელმძღვანელის საქმის კურსში ჩაყენება და შესაბამისი ზომების მიღება ** სტურმებთან მუდმივად კომუნიკაციის დამყარება; მათი კომპლიმენტების, საჩივრებისა და პრეტენზიების მოსმენა საკვების, სასმელის, მომსახურების ხარისხისა და გარემოს კუთხით, საჭიროებისამებრ შესაბამისი ზომის მიღება დადგენილი სტანდარტის მიხედვით და უშუალო ხელმძღვანელის საქმის კურსში ჩაყენება ** კომპანიის მიერ გამოყოფილი უნიფორმის ტარება სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში მოთხოვნები: ** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ** ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა ** თანამშრომელს უნდა გააჩნდეს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ეფექტური კომუნიკაციის უნარი, ორგანიზებულობა, სერვისზე/მომსახურებაზე ორიენტირებულობა. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@greenwood.ge გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - " მიმტანი". დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას! "თქვენ მიერ გამოგზავნილი განაცხადი/CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება შპს "გრინვუდ ჰოტელ".
გაცნობებთ, რომ შპს "გრინვუდ ჰოტელ"-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და დამუშავების პრინციპების შესაბამისად.
 
განაცხადი/CV/რეზიუმე-ს გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს სხვა მოქმედ და სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

გამოგზავნილი განაცხადი შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის შესაბამის პოზიციაზე აყვანის შემთხვევაში, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობით." გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →