← ყველა ვაკანსია

ტექნიკოსი/სერვის ინჟინერი

RS Line · ქუთაისი

კომპანია "RS LINE"-ი აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის/სერვის ინჟინრის პოზიციაზე. შპს "RS LINE" 2011 წლიდან წარმოადგენს საბანკო და საცალო ვაჭრობის ტექნიკის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ იმპორტიორს და მიმწოდებელს საქართველოში. კომპანია თანამშრომლობს ქვეყნის წამყვან ბანკებთან და უზრუნველყოფს პროგრამული და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მიწოდებას ფინანსური და საცალო ვაჭრობის სექტორისთვის. მოვალეობები: ** ბანკომატების, ტერმინალების, ფულის მიმღები და მასორტირებელი აპარატების ტექნიკური და პროგრამული გამართვა; ** მოწყობილობებში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და შეფერხებების დროულად გამოვლენა; ** პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება, ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება და პრობლემის დროული აღმოფხვრა; ** აპარატის არქიტექტურის, პროგრამული უზრუნველყოფის, ფუნქციონალის და პარამეტრების ცოდნა. მოთხოვნები: ** აპარატურული საფუძვლების ცოდნა; ** კომპიუტერის და აპარატურის ოპერაციული სისტემების ცოდნა, ** ქსელების საფუძვლების ცოდნა (TCP/IP, LAN); ** ტექნიკური განათლება; ** შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა; ** ახალი საქმიანობის და ცოდნის დაუფლების სურვილი; ** ანალიტიკური აზროვნება; ** დეტალებზე ორიენტირებული; ** B კატეგორიის მართვის მოწმობა, უპირატესობა მიენიჭება საკუთარი პატარა ძრავიანი ავტომობილის მქონე კანდიდატებს. გთავაზობთ: ** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში მუშაობას; ** ანაზღაურებას (NET/ხელზე ასაღები): ფიქსირებული 1500 ლარი; ** კარიერული განვითარების შესაძლებლობა; ** კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** სატელეფონო (ულიმიტო სასაუბრო, მობ. ინტერნეტი), საწვავის ხარჯების ანაზღაურებას. ჩვენ უზრუნველვყოფთ თანამშრომლების სწავლება/დატრენინგებას დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, ფოტოსურათით, ელ. მისამართზე: hr@rsline.ge/rsline.hr2@gmail.com და მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით აპლიკაციას.

განაცხადის გაგზავნა →