კლიენტებთან ურთიერთობის ოფიცერი
Foresight FX
"Foresight" არის ფინანსური ჯგუფი, რომელიც ქმნის და ავითარებს სხვადასხვა ტიპის ფინანსურ პროდუქტებსა და სერვისებს.
ჯგუფის ერთ-ერთი მიმართულებაა "FXHub" - ონლაინ ვალუტის გაცვლის პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ვალუტის კონვერტაციას კონკურენტული კურსით, სწრაფად და მარტივად.
"FXHub"-ის გუნდის გასაძლიერებლად ვეძებთ კლიენტებთან ურთიერთობის ოფიცერს, რომლის მთავარი ამოცანა იქნება ახალი კლიენტების მოზიდვა, FXHub-ის სერვისის შეთავაზება და კლიენტებთან გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება.
ლოკაცია: მარშალ გელოვანის გამზ. 52, თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00-18:00
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ძირითადი მოვალეობები:
** ახალი პოტენციური კლიენტების მოძიება და მათთან კომუნიკაციის დამყარება;
** პოტენციურ კლიენტებთან აქტიური კომუნიკაცია და Cold Calling-ის განხორციელება;
** კომერციული მოლაპარაკებების წარმოება და გარიგების დახურვა;
** ახალი კლიენტის მოზიდვის სრული პროცესის მართვა;
** პოტენციური გარიგებებისა და კლიენტებთან ურთიერთობის პროცესის მართვა;
** ინდივიდუალური გეგმებისა და KPI-ების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** ძლიერი კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და მოლაპარაკების უნარები;
** შედეგზე ორიენტირებულობა, პროაქტიულობა და მიზანდასახულობა;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და გაყიდვების პროცესის ეფექტიანად მართვის უნარი;
** ფინანსურ სექტორში, საბანკო სფეროში, სავალუტო ოპერაციებში ან B2B გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
რას გთავაზობთ:
** მუშაობას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ ფინანსურ ჯგუფში;
** სწრაფად განვითარებად ფინანსურ პროდუქტზე მუშაობის შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას;
** საბონუსე სისტემას;
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
განაცხადის წესი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV PDF ფორმატში. (სასურველია ინგლისურ ან ქართულ ენაზე) ელფოსტაზე: info@foresight.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 25 სექტემბერი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.