მაღაზიის მენეჯერი
მეგა ბიქსი · ზესტაფონი
სამშენებლო-სარემონტო მასალების მაღაზია "მეგა ბიქსი" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე ზესტაფონში.
მისამართი: ზესტაფონი, ზაპოროჟიეს N10. (არგოს ტელევიზიასთან)
ძირითადი მოვალეობები:
** მიღებული პროდუქციის რაოდენობის გადათვლა/შემოწმება.
** მიღებული პროდუქციის შესყიდვა.
** საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის დასტიკერება, ფასების სწორად განთავსება.
** პროდუქციის შოურუმში გატანა, თაროებზე სწორად, მოწესრიგებულად და ვიზუალურად მიმზიდველად განთავსება.
** შოურუმში წესრიგის კონტროლი.
** თანამშრომლების სამუშაო პროცესის კოორდინაცია და დავალებების განაწილება.
** სამუშაო დისციპლინისა და შიდა სტანდარტების კონტროლი.
** მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის კონტროლი.
** აქციების, ფასებისა და შეთავაზებების სწორად წარმოჩენის კონტროლი.
** ხელმძღვანელთან ყოველდღიური კომუნიკაცია და მიმდინარე საკითხების შეთანხმება.
უპირატესობა მიენიჭება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატს.
** განრიგი- დილის 8-დან საღამოს 6-მდე, ან დილის 9-დან საღამოს 7-მდე.
** კვირაში ორი დღე დასვენება
დაინტერესების შემთხვევაში მოგვმართეთ ნომერზე: 551378787; 555340313.
ან გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელფოსტაზე: megabx2024@gmail.com