← ყველა ვაკანსია

მომხმარებელთა მომსახურების მენეჯერი

Enterprise Rent A Car

"Enterprise Rent-A-Car" არის ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული ავტომობილების გაქირავების საერთაშორისო კომპანია, რომელიც ოპერირებს 90-ზე მეტ ქვეყანაში და აწვდის ავტო-გაქირავებასა და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ მომსახურებას კერძო პირებსა და კორპორაციულ კლიენტებს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ვებგვერდზე: http://www.enterprise.ge "Enterprise Rent-A-Car" ეძებს მოტივირებულ, მიზანზე ორიენტირებულ, მოწესრიგებულ თანამშრომელს მომხმარებელთა მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე. ჩვენ გთავაზობთ: ** მეგობრულ, მუდმივად განვითარებად გარემოში მუშაობას ** პერსონალური და პროფესიონალური განვითარების საშუალებას ** ანაზღაურება: 2, 000-3, 000 ლარი გამოცდილების მიხედვით (ფიქსირებული + ბონუსი). საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ინგლისური ენის ცოდნა (რუსული ენა ჩაითვლება უპირატესობად) ** საოფისე პროგრამების (Microsoft Office (Word, Excel, Power Point), Microsoft Outlook) მაღალ დონეზე ცოდნა ** ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარები ** პასუხისმგებლობის გრძნობა ** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი ** დეტალებზე ორიენტირებული ** კომუნიკაბელური ** სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ფუნქცია-მოვალეობები: ** მომხმარებლებისთვის პირობების გაცნობა ** ოფისში შემოსულ მომხმარებლებთან ურთიერთობა ** მომხმარებლებთან კომუნიკაცია როგორც სატელეფონო ისე მეილით (before/after sale) ** ავტოგაქირავების ხელშეკრულების და გადაცემის აქტის მომზადება-გაფორმება და პროგრამაში შეყვანა საპატრულო და პარკირების ჯარიმების შემოწმება ** ავტოგაქირავების ხელშეკრულების და სხვა დოკუმენტების შემოწმება ** ავტოგაქირავების ოპერაციებთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: beka.vakhtangishvili@ehiglobal.ge

განაცხადის გაგზავნა →