← ყველა ვაკანსია

უმცროსი გამოყენებითი AI ინჟინერი

ბიდიო დიჯიტალი

კომპანია "BDO Digital" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი გამოყენებითი AI ინჟინერის პოზიციაზე რობოტული პროცესების ავტომატიზაციის მიმართულებაში "BDO Digital" არის "BDO Georgia"-ს ბრენდი, ციფრული პროდუქტების და ტექნოლოგიური მომსახურებების ლიდერი ინტეგრატორი კომპანია, რომელიც 2004 წლიდან ბიზნესს ციფრული ტრანსფორმაციის სრულ საკონსულტაციო მომსახურებას და ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს სთავაზობს. გუნდი 100-მდე გამოცდილ თანამშრომელს აერთიანებს, მათ შორის მონაცემთა მეცნიერებს, პროგრამისტებს, კიბერუსაფრთხოების სერტიფიცირებულ ოფიცრებსა და ინდუსტრიის სხვა სპეციალისტებს. ბიდიოს რობოტული პროცესების ავტომატიზაციის მიმართულება კლიენტ კომპანიებს ეხმარება რუტინული და განმეორებადი პროცესების ავტომატიზაციასა და ოპტიმიზაციაში. უმცროსი RPA დეველოპერის პოზიციაზე დასაქმებული თანამშრომელი ზემდგომთან ერთად ჩართული იქნება სხვადასხვა პროექტის ფარგლებში კლიენტი კომპანიებისთვის რობოტიზაციის გადაწყვეტილებების შექმნასა და ოპტიმიზაციის პროცესებში. მიმართულებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს. იხილეთ განცხადების სრული ტექსტი ბმულზე: https://bdo.peopleforce.io/careers/v/231519-ai რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 15.09.2026

განაცხადის გაგზავნა →