← ყველა ვაკანსია

რისკების მართვის დეპარტამენტის რისკის მენეჯერი

საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია

სს "საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" აცხადებს კონკურსს რისკების მართვის დეპარტამენტის რისკის მენეჯერის ვაკანსიაზე. ფუნქცია-მოვალეობები: ** კორპორაციის საინვესტიციო, საპროექტო და საოპერაციო გადაწყვეტილებების რისკების წინასწარი შეფასების ჩატარება და შედეგების დოკუმენტირება დეპარტამენტის უფროსისთვის წარსადგენად. ** საოპერაციო და ფინანსური რისკების სისტემატური იდენტიფიცირება, კლასიფიცირება და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების შემუშავებაში მონაწილეობა. ** რისკების რაოდენობრივი შეფასების მოდელების — VaR, სტრეს-ტესტირება, საკრედიტო სარეიტინგო მოდელები და სცენარების ანალიზი — პრაქტიკული გამოყენება და მიღებული შედეგების ინტერპრეტაცია. ** დადგენილი რისკის ლიმიტების შესრულების მონიტორინგი, პორტფელის დივერსიფიკაციის მაჩვენებლების თვალყურის დევნება და გადახრების შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსისთვის დროული შეტყობინება. ** რისკებთან დაკავშირებული პროცედურების, პოლიტიკისა და ჩარჩო დოკუმენტების პროექტების მომზადება და მოქმედი სახელმძღვანელოების პერიოდული განახლების უზრუნველყოფა. ** კორპორაციის საქმიანობაზე გარე ფაქტორების — მაკროეკონომიკური, მარეგულირებელი, ბაზრის — ზემოქმედების მიმდინარე ანალიზი და შეფასება. ** კორპორაციის საქმიანობის ფინანსურ რეგულაციებთან, კაპიტალის მართვისა და ანგარიშგების სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგი და გამოვლენილი ხარვეზების შესახებ ანგარიშგება. ** მენეჯმენტისა და სტრუქტურული ერთეულებისთვის რისკებთან დაკავშირებულ საკითხებზე ანალიტიკური ანგარიშების, პრეზენტაციებისა და სამუშაო დოკუმენტების მომზადება დეპარტამენტის უფროსის დავალებით. განათლება: ** ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის, აუდიტის ან სხვა რელევანტური მიმართულებით. სამუშაო გამოცდილება და პროფესიული უნარ-ჩვევები: ** 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება აუდიტის, მონიტორინგის, რისკების მართვის, შესაბამისობის ან შეფასების მიმართულებით; ** რისკების მართვისა და შესაბამისობის თანამედროვე პრაქტიკების ცოდნა; ** პროცესების ანალიზისა და ოპტიმიზაციის გამოცდილება; ** ძლიერი ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება; ** ანგარიშების და რეკომენდაციების მომზადების გამოცდილება; ** მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი; ** ძლიერი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; ** Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა; ** დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი; ** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა. უპირატესობა მიენიჭება შემდეგი პროფესიული სერტიფიკატების მქონე პირებს: ** CIA — Certified Internal Auditor; ** CRMA — Certification in Risk Management Assurance. თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციების შესაბამისად. სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი დაინტერესებულ პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@gedc.ge და თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: რისკების მენეჯერი. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →